მსოფლიო

ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას განიხილავს

„ტვიტერის“ მიერ დაბლოკვის შემდეგ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას განიხილავს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მისი პერსონალური ანგარიში დაბლოკა.

„ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, „ტვიტერს“ სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე. მისი პოსტები მოგვიანებით წაიშალა.

როგორც კომპანია „ტვიტერმა“ განაცხადა, ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი ტვიტების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეუჩეროს ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო.

მანამდე, დონალდ ტრამპს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button