Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ესპანეთში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო განგაში გამოცხადდა

62

მადრიდში სტიქიური საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადა. მიზეზი უხვთოვლობა გახდა, რამაც ესპანეთის დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა ჩაიკეტა. სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს საკვებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები აწვდიან.

უამინდობის გამო დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტი. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დიდთოვლობის, ყინვისა და ძლიერი ქარის გამო, მადრიდსა და რვა პროვინციაში განგაში გამოaცხადა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი