Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახმეტაში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფოტო: შსს
57

ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლებით დაიწყო.

სამართალდამცავები საგამოძიებო და მოკვლევის სამუშაოებს ატარებენ, თუმცა , ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, 9 იანვარს ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, 30 წლის ვალერი კოტორაშვილი დაჭრა.

სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაჭრილი ჯერ ახმეტის, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი