Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„რეალმა“ ქარიშხლის გამო მადრიდში დაბრუნება ვერ შეძლო

47

მიუხედავად იმისა, რომ ლა-ლიგის თამაშების უმეტესობა უამინდობის გამო გადაიდო, პამპლონას „ოსასუნას“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი მძიმე კლიმატური ვითარების ფარგლებში მაინც გაიმართა.

შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა, რამაც მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის უკმაყოფილება გამოიწვია.

14 იანვარს სამეფო კლუბს სუპერთასის შეხვედრა აქვს დაგეგმილი ბილბაოს „ატლეტიკოსთან“. გუნდმა მოსამზადებლად მადრიდში ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან ქვეყანაში დიდთოვლობაა და ქარიშხალი „ფილომენა“ მძვინვარებს.

ზიდანის შეგირდები ბასკეთის დედაქალაქში პამპლონადან გაემგზავრებიან.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი