Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საფრანგეთი საზღვრებს კეტავს

111

საფრანგეთმა გაერთიანებულ სამეფოსთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი მნიშვნელოვნადაა გავრცელებული, საზღვრები უნდა ჩაკეტოს, – ამის შესახებ ფრანგმა ეპიდემიოლოგმა და მთავრობის მრჩეველმა არნო ფონტანემ განაცხადა.

ფონტანე, რომელიც კოვიდ 19-ის საკითხებში მთავრობის მრჩეველთა სამეცნიერო საბჭოს წევრია, მიიჩნევს, რომ ეპიდემიის გასაკონტროლებლად საფრანგეთმა მარტის ბოლომდე 10-15 მილიონი, ივნისის ბოლომდე კი 25-30 მილიონი მოქალაქის ვაქცინაცია უნდა განახორციელოს.

ცნობისათვის, საფრანგეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 2 783 256 შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 67 750 ადამიანი.

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი