მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კოვიდ- 19-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კახეთში სამი პაციენტი გარდაიცვალა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით,  კოვიდ -19 -ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესა და ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

გარდაცვლილთა შორის, ორი მამაკაცი და ერთი ქალია. მათი ასაკი 59- დან 76 წლამდეა.
პაციენტები რეგიონის სხვადასხვა კოვიდ- კლინიკებში მკურნალობდნენ.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი 9960- ს აღწევს.
დღის განმავლობაში დაინფიცირდა 133 და გამოჯანმრთელდა 181 მოქალაქე.

გარდაცვლილთა რიცხვი კი 86- მდე გაიზარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button