სპორტი

რაგბის საერთაშორისო ტურნირები დროებით შეჩერდა

კორონავირუსისგან წარმოქმნილმა პანდემიურმა ვითარებამ სპორტის სამყაროში დღის წესრიგი შეცვალა. ეს განსაკუთრებით შეეხო რაგბს, სადაც სატურნირო კალენდარმა თითქმის ერთი თვით გადაიწია.

საერთაშორისო ტურნირები ფრენებთანაა დაკავშირებული და რადგანაც მსოფლიო კოვიდ 19-ის ახალი შტამით გამოწვეული მესამე ტალღის მოლოდინშია, – ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბისა (EPCR) და საფრანგეთის ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ „ჩემპიონთა თასის“ და „ჩელენჯ ქაფის“ ჯგუფური ტურნირის მატჩები თებერვლამდე გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა თასის შეხვედრებზე ქართველ რეფერს, ნიკა ამაშუკელს რამდენიმე დღეში უკვე უნდა ემსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button