Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დაურ კოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა

59

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი ფეისბუკის გვერდზე წერს. ამბობს, რომ ტესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო.

“თავს ნორმალურად ვგრძნობ. თვითიზოლაციაში ვიმყოფები” – ამბობს ე.წ. მინისტრი.

კორონავირუსი დაუდასტურდათ ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და პრემიერ ალექსანდრ ანქვაბს, რომელიც მოსკოვში მკურნალობას აგრძელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 იანვრისთვის, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა – 10 097. აქტიურია 2 ათასზე მეტი შემთხვევა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი