მსოფლიო

პამელა ანდერსონი დონალდ ტრამპს ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სკანდალური საიტის, WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

ანდერსონის თქმით, ასანჟის შეწყალება სწორი ნაბიჯი იქნება მილიონობით ადამიანისთვის, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია.

ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ედება, რის გამოც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მისთვის ბრალდება 8 მუხლით აქვს წაყენებული. მართლმსაჯულებას ის 7 წლის განმავლობაში ემალებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ეკვადორის საელჩო დაატოვებინეს, პატიმრობაში იმყოფება. აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში მას 175-წლიანი პატიმრობა ელის.

ჯულიან ასანჟი ავსტრალიელი ჟურნალისტი და პუბლიცისტია. ის ფართოდაა ცნობილი, როგორც ინტერნეტ-საიტ ვიკილიქსის შემქმნელი. ეს საიტი აქვეყნებს დოკუმენტურად დადასტურებულ მასალებს, რომლებიც საიდუმლო სამსახურების არქივებიდან აქვს მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button