Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თელავში გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა

56

2020 წელს, თელავში გრიპის ვაქცინა, ორი ათასით მეტმა მოქალაქემ გაიკეთა.
გასულ წელთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის მიზეზად, სპეციალისტები კორონა ვირუსთან დაკავშირებულ სიფრთხილესა და მოსახლეობასთან ჩატარებულ საგანმანათლებლო კამპანიას მიიჩნევენ.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ჯღუთაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მიზნობრივი ჯგუფების გარდა, გრიპის ვაქცინით, რიგითი მოქალქეებიც აიცრნენ.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინა, რაკი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები კოვიდისა და გრიპის ერთმანეთთან ზედდებაზე აქტიურად საუბრობდნენ. როცა სეზონური გრიპი, კორონა ვირუსს ემთხვევა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხე მართლაც მომატებულია. გასულ წელს.1700 ვაქცინა ავითვისეთ, ამ სეზონზე კი 3820 და ეს ძალიან კარგია. ჯერ კიდევ არის დრო აცრებისთვის “- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

სეზონურ გრიპზე მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია 2020 წლის ნოემბერში დაიწყო. გრიპის ვაქცინის შეძენა, მოსახლეობას კერძო აფთიაქების ქსელშიც შეუძლია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი