სპორტი

გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის ფინალშია

რამდენიმე წუთის წინ, ტატო გრიგალაშვილმა ყატარის დედაქალაქში ნახევარფინალური ორთაბრძოლა მოიგო.

სამხრეთ კორეელ სინჰო ლისთან დაპირისპირება არ გასჭირვებია ქართველ ძიუდოისტს. ჯერ ვაზარი აიღო, მერე კი იპონიც გაიფორმა და ფინალში გავიდა.

81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრიგალაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება.
ტურნირი ხვალ, 13 იანვარს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button