სპორტი

1 ოქრო და 1 ბრინჯაო – დოჰას მასტერსის ქართული მონაპოვარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ყატარის დედაქალაქში მერე საჭიდაო დღის ბოლოსთვის ანგარიშზე 1 ბრინჯაო და 1 ოქრო აქვს.

პირველი მედალიი ეროვნულ გუნდს ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა.მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან მოლდოველ დენის ვიერუს სძლია. ოქროს ავტორი კი 21 წლის ტატო გრიგალაშვილია, რომელსაც სულაც არ გასჭირვებია გამოცდილი ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტის იპონით გდება.

დღეს, ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 5 ქართველი იასპარეზებს. ბექა ღვინიაშვილი (90კგ.),ლაშა ბექაური (90კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ.), გურამ თუშიშვილი (+100კგ.) და ლევან მატიაშვილი (+100კგ.)

ტურნირზე, წინასწარი შეხვედრები 11 საათზე უკვე დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა დღე გამარჯვებით დაიწყო. 90 კგ.წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის მეტოქე პირველი წრის შეხვედრაში შვედი მარკუს ნომინი გახლდათ, რომელიც ქართველმა სუფთა მოგებით დაამარცხა.

მომდევნო ორთაბრძოლას ღვინიაშვილი იაპონელ სოიჩირო მუკაისთან გამართავს.

ფინალური ბლოკი 18 საათიდან აიღებს სტარტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button