რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დღიური 141 შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 71 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი მკურნალობას რუსეთის სამხედრო ბაზის ჰოსპიტალში გადიოდა და ვირუსის პარალელურად თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

გარდა ამისა, როგორც აფხაზური სააგენტოები იუწყებიან, ბოლო 24 საათში გამოკვლეული 522 პირიდან კორონავირუსი 141-ს დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 102 შემთხვევა აქვთ გამოვლენილი, მათგან 7808 გამოჯანმრთელდა. ჩოვიდ-19-ით გარდაცვლილია 143 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად დე ფაქტო ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვების 10 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button