სპორტი

მუნდიალისთვის განკუთვნილი სტადიონები ყატარში კონტეინერებისგან შენდება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყატარში სტადიონებს კონტეინერებისგან აგებენ, რომლებსაც მუნდიალის დასრულების შემდეგ დაშლიან.

სამმილიონიანი ქვეყნისთვის 40-50 ათასი მაყურებლის ტევადობის სტადიონები წამგებიანია,ამიტომ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, საერთაშორისო ტურნირის დამთავრების შემდეგ ობიექტებს ზედა იარუსები მოუშალოს და შენობები საავადმყოფოებად, სკოლებად, მეჩეთებად და უნივერსიტეტებად გადააქციოს.

ანალოგიური პრაქტიკული მიდგომა გამოიმუშავეს სასტუმროების მშენებლობის მიმართებითაც. ყატარში ზუსტად იმდენ სასტუმროს ააშენებენ, რამდენიც ქვეყნის ეკონომიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პირველი ასეთი სტადიონი ყატარში უკვე ააშენეს. “რას აბუ აბუდის“ საფეხბურთო მოედნის კონტეინერებს ჩემპიონატის შემდეგ აფრიკის ქვეყნებს გადასცემენ.

ერთერთი რუსული გამოცემის, „სპორტს.რუ“ -ს ინფორმაციით, მსოფლიოში პირველი პრეცენდენტი საქართველოშია. გუდაურში ერთერთი სასტუმრო კონტეინერებითაა აშენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button