Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ გრძელდება

111

ნობილი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელება გამოვა. ამის შესახებ Variety იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტში სერიალის ოთხი მთავარი გმირიდან სამი – კერი, მირანდა და შარლოტა გამოჩნდებიან. სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი თავის როლებს დაუბრუნდებიან. თუმცა, ახალ პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას კიმ კეტროლი, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა.

როგორც ცნობილია, სიუჟეტი ქერის, შარლოტას და მირანდას ცხოვრების გარშემო განვითარდება. ისინი უკვე 50 წელს იქნებიან გადაცილებულნი და შესაძლებლობა გვექნება ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა გმირების ცხოვრება წლების მანძილზე: არის თუ არა ქერი კვლავ მისტერ ბიგზე დაქორწინებული? იქნებ სინტიას მსგავსად, მისმა პერსონაჟმაც ნიუ-იორკის გუბერნატორობაზე იყარა კენჭი? ისევ ისეთი უიმედო რომანტიკოსია შარლოტა? და მთავარი კითხვა, რა დაემართა სამანტას

სერიალის გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება, საბოლოო პროდუქტს კი, სავარაუდოდ, 2022 წელს ვიხილავთ.
ცნობილია სერიალის სახელწოდება And Just Like That… („და აი ასე…“).

„სექსი დიდ ქალაქში“ — მრავალი ემის ჯილდოს, ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული ტელესერიალია. სერიალი გადაიცემოდა HBO-ს არხზე 1998—2004 წლებში და მთლიანობაში ექვსი სეზონი შეადგინა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი