Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ესებუას საქმეზე შესაძლოა დაკავებების სერია განახლდეს

ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაში გადავიდა

99

ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს,”საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე, მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეს გამოეყო და ახლა ცალკე წარმოებაშია.

აღნიშული შუამდგომლობა ესებუას დაცვის მხარემ დააყენა და განმარტა რომ მათთვის ერთი თვე საკმარისი არ იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაც მოხდა,თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ ორივე ძმა პატიმრობაში დატოვა.

ჯანაშიას თქმით, შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოძიებამ დაკავებების სერია განაახლოს და ამით ზეწოლა მოახდინოს ბრალდებულ ბადრი ესებუაზე, რადგან ის კვლავ მიმალვაშია.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას გამოძიება ტერორიზმს ედავება, ხოლო ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი