Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდის ქუჩებში სახელმწიფო დროშები გამოფინეს

59

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო დროშებითაა მორთული კულტურის ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი