Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მიუნხენის „ბაიერნი“თასის გარეშე დარჩა

52

„ბაიერნი“ გერმანიის თასის გათამაშებიდან სენსაციურად გავარდა. 1/16 ფინალში ლიდერი მიუნხენელები ბუნდესლიგის მეორე ლიგის გუნდს, „ჰოლსტეინ კილს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

„ბაიერნი“ მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ დაწინაურდა, თუმცა აუტსაიდერმა „კილმა“ შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. უძლიერესმა ნოიერმა ვერ გაუძლო მოტივირებული მეტოქის შტურმს და საკუთარ კარში 6-დან 6-ვე 11- მეტრიანი გაუშვა.

„ბაიერნი“ წელს გერმანიის თასის გარეშე დარჩა. წინა სეზონი კი „რეკორდმაისტერმა“ კლუბმა 5 ტიტულით დაასრულა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი