სპორტი

მათე ცინცაძემ ბათუმის „დინამო“დატოვა

აჭარული კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მათე ცინცაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. დინამომ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელს და ახალ კლუბში წარმატებები უსურვა.

ცინცაძემ ფეხბურთის თამაში ფოთში, მცირე ასაკში დაიწყო. სპორტულ სამყაროში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. გასხვისებული იყო ევროპულ კლუბებშიც, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სათამაშო კლასი აემაღლებინა, – პირიქით ეს დრო მისი გაუცნობიერებელი დაღმასვლის პერიოდი აღმოჩნდა.

უკან, საქართველოში დაბრუნებული კი მშვენივრად ახერხებდა სხვადასხვა ქართულ კლუბებში საკუთარი თამაშის პოვნას და მორგებას.

თავად ფეხბურთელი თვითკრიტიკას არ ერიდება და გასულ სეზონზე თავის თამაშს ბათუმურ კლუბში უარყოფითად აფასებს.

აქვე, მათე ცინცაძე იმედს გამოთქვამს,რომ ახალ გუნდში ფორმას აღიდგენს და იმაზე მეტად კარგად ითამაშებს, ვიდრე მისგან ელოდებიან.

ცინცაძე არ ასაჯაროვებს იმ კლუბებს, საიდანაც შემოთავაზება აქვს,მაგრამ ამბობს, რომ მათ შორის საქართველოს ეროვნული ლიგის ორი უძლიერესი კლუბია.

მსგავსი პოსტები

Back to top button