Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პროფესიული დღე სპექტაკლის გარეშე -თელავის თეატრში ღონისძიება არ გაიმართება

58

ქართული თეატრის დღეს, ვაჟა- ფშაველას სახელობის თელავის დრამატულ თეატრში ღონისძიება არ გაიმართება.

თეატრის დირექტორის, მიხეილ დაღუნდარიძის ინფორმაციით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, წელს პირველად თეატრში სპექტაკლი არ ჩატარდება.

“წელს პირველად არ იქნება სპექტაკლი, პროფესიული დღის აღსანიშნავად. 2019 წელს, ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ეს დღე, თელავში აღნიშნა. ყოველწლიურად, ქართული თეატრის დღეს სპექტაკლით ვხვდებოდით, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა არ არის. თეატრის მოღვაწეთა კავშირი ატარებს ონლაინ შეხვედრას, ყველა თეატრის მონაწილეობით, სადაც ბუნებრივია, ჩვენც ვმონაწილეობთ- განაცხადა დაღუნდარიძემ.

ქართული თეატრის დღეს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისში გიორგი ერისთავის ” გაყრა” დაიდგა.

თელავში კი, პირველი თეატრალური დასი, მეთვრამეტე საუკუნის 60- იან წლებში, ერეკლე მეორეს კარზე ჩამოყალიბდა და მას ქართველი მწერალი, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი ავალიშვილი ხელმძღვანელობდა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი