Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხში პური გაძვირდა

74

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ფასი 40 დოლარით გაზარდა, საქართველოში მათ შორის ლაგოდეხშიც პურის ფასმა მოიმატა.

ადგილობრივები რადიო ჰერეთთან შიმშილის საფრთხის შესახებ საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებულ მოსახლეობის ნაწილს გაუჭირდება.

“ვინც ოჯახისთვის აქამდე 10 პურს ყიდულობდნა, ახლა ალბათ 2 ან 3 პურის მეტს ვეღარ იყიდიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში გამოაცხობს პურს და საკუთარი შრომის ხარჯზე გარკვეულ თანხას დაზოგავს.”-ამბობენ ადგილობრივი მწარმოებლები

პურის და პურპროდუქტების საწარმოთა მფლობელები ჰერეთთან აცხადებენ, რომ პურის გაძვირებამ მათ დისკომფორტიც კი შეუქმნათ.

“იძულებული გავხდით პური გაგვეძვირებინარადგან მოიმატა კომუნალურმა გადასახადებმა და ამიტომ ძველი ფასით რეალიზაცია ჩვენთვის წამგებიანი იქნება”- აცხადებენ პურსაცხობი ქარხნების მეპატრონეები.

მოუსმინეთ ჩვენს გამოკითხავს ლაგოდეხიდან

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი