Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სანდრო მამუკელაშვილს სხვა გუნდების მწვრთნელები აქებენ

62

„სეტონ ჰოლის“ 21 წლის კალათბურთელი სანდრო მამაუკელაშვილი, უახლოესი მოწინააღმდგე გუნდის, „ვილანოვა ვაილდქეთსის“ დამრიგებლის, ჯეი რაითის ყურადღების არეალში მოექცა.

„ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ძნელია მოძებნო მოთამაშე, რომელიც ასე გრძნობს პერიმეტრს და სამქულიანებშიც შეუდარებელია.“ რაითის მიერ მამუკელაშვილის ასეთი შეფასება საყურადღებო და მისასალმებელია, რადგან თავის კლუბში მაღალი კლასის კალათბურთელები ყავს.ეს კი იმით დასტურდება, რომ „ვილანოვა“ ლიგაში მე-3 რეიტინგს ინარჩუნებს.

„სეტონ ჰოლის“ კალათბურთელები რაითის შეგირდებს 20 იანვარს დაუპირისპირდებიან. იქამდე კი პირატებს „ქსავიერის“ წინააღმდეგ 17 იანვარს ქონდათ მატჩი ჩანიშნული, რომელიც მეტოქის რიგებში გამოვლენილი კოვიდ-შემთხვევების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა გასულ სეზონზე 14 მატჩი ჩაატარა და მთლიანობაში, პარკეტზე 34,4 წუთი დაჰყო.
„სეტონ ჰოლს“ კი ბოლო 10 შეხვედრიდან 8 აქვს მოგებული.

საინტერესო ფაქტია, რომ სანდრო მამუკელაშვილი 1999 წელს ამერიკაში, ქ. ნიო-იორკში დაიბადა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სამშობლოში დაბრუნდა.

სანდროს ბებია ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალ-კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი იყო და ბუნებრივია, რომ 21 წლის ცენტრს სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული მემკვიდრეობთ ერგო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი