მნიშვნელოვანირეგიონი
გურჯაანში სამი მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, სამი მამაკაცი დაჭრა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სამივე დაჭრილს სხვადასხვა სახის დაზიანებები ცივი იარაღით, გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო – დახმარების ბრიგადამ, დაჭრილები გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალში” უკვე გადაიყვანა.
მედიკოსების განმარტებით, მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.