კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში 23 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცის ცხედარი, ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს, 16 იანვარს აღმოაჩინეს.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და შესაძლოა,სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო წლებში სოფელ მატანში სუიციდის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, 2019 წელს 21 დეკემბერს, 17 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button