Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რეგიონებიდან მერები, თავმჯდომარეები და პარტაქტივი “ქართული ოცნების” ყრილობას დაესწრებიან

" ქართული ოცნება" დღეს, ყრილობაზე, თავმჯდომარესა და განახლებულ პოლიტსაბჭოში 21 წევრს აირჩევს. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

132
პარტია “ქართული ოცნების” ყრილობას, კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან 4- 4 კაციანი წარმომადგენლობა დაესწრება.
ყრილობაზე დამსწრე პირთა შორის, მხოლოდ მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები შედიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის განმარტებით, წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატს, მხარს დაუჭერს.
გიდასტურებთ, რომ ვესწრებით ყრილობას, ოთხკაციანი შემადგენლობით და ხმას წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭერთ-განაცხადა ქარუმაშვილმა რადიო ჰერეთთან.
” ქართული ოცნება” დღეს, ყრილობაზე, თავმჯდომარესა და განახლებულ პოლიტსაბჭოში 21 წევრს აირჩევს.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.პოსტი მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც ” ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და მისი განცხადებით, პოლიტიკიდანაც წავიდა.ყრილობას მთელი საქართველოდან 400-მდე დელეგატი დაესწრება
ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი