მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია შიდა კონსულტაციებს გეგმავს

არჩევნების პლებისციტად გამოყენების ინიციატივა და საარჩევნო სისტემა- ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ოპოზიცია შიდა კონსულტაციების გამართავსს გეგმავს. ინიციატორი “გირჩი” და “მოქალაქეები” არიან, რომლებსაც სადეპუტატო მანდატებზე უარი ჯერ არ უთქვამთ. შევედრა სტრატეგია აღმაშენებლის წევრებთან შედგება.

„გვინდა რომ “თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად და იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს,” – აცხადებს “მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.

შიდა კონსულტაციებს მიესალმებიან “სტრატეგია აღმაშენებელში”, თუმცა ადეკვატურ რეაგირებას ისინი პირველ რიგში ხელისუფლებისგან ელოდებიან.

“არავისთან შეხვედრის პრობლემა “სტრატეგია აღმაშენებელს” არ აქვს, ყველა იდეა ექვემდებარება განხილვას და ასევე, დასაფასებელია ამ ადამიანების ძალისხმევა, მაგრამ ხელისუფლების თანმხვედრი ნაბიჯების გარეშე ჩვენ პარტიებს შიგნით საუბრის დიდ აზრს ნამდვილად ვერ ვხედავთ” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მოისმინეთ “მოქალაქეებიდან” ლევან იოსელიანის, “გირჩიდან” ალექსანდრე რაქვიაშვილის და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” პაატა მანჯგალაძის კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button