სპორტი

მესამე მოგება ჰაცუ ბაშოზე

სუპერტურნირის მორიგ საბრძოლო დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იყო. ქართველმა სუმოისტმა საკმაოდ აქტიური შეტევით დაიწყო შეხვედრა და უვატედაშინაგეს აგრესიული ილეთით დაამარცხა მოწინააღმდეგე.

ტოკიოს ტურნირის მე-9 დღეს ტოჩის ჯერ კიდევ უარყოფითი ბალანსი აქვს. მის ანგარიშზე 3 მოგება და 6 მარცხია. დარჩენილ 6 დღეში გორგაძეს, დადებითი ბალანსის (კაჩი კოში) მისაღწევად 5 გამარჯვება სჭირდება.

ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა ის ფაქტი, რომ ტოჩინოშინმა ტიტულოვან მეტოქეებთან ორთაბრძოლები უკვე ჩაატარა და დარჩენილ შეეხვედრებს რიგით მაეგაშირებთან გამართავს.

დღეს ლევან გორგაძე ექსოძეკს, ტაკაიასუს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button