ახალი ამბებიმსოფლიო
ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კრემლის კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„სასამართლომ ნავალნი 30 დღით დააპატიმრა. 15 თებერვლამდე,“- წერს კირა იარმიში.
ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა.
შეგახსენებთ, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს.
რუსეთის პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევა გახდა.