სპორტი

„ინტერი“სახელწოდებას იცვლის

ცნობილი იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ იტყობინება, რომ მილანური კლუბი ოფიციალური სახელწოდებით: „ინტერნაციონალე“ დასახელებას იცვლის და მიმდიარე წლის მარტამდე მას უკვე „ინტერ მილანი“ ერქმევა.

კლუბის რებრენდინგი ამით არ სრულდება და საფეხბურთო კლუბი ლოგოსაც ცვლის. I და M – გუნდის ახალი ლოგო ამ ორი ასოსგან იქნება შედგენილი.

ინტერის ჯერ კიდევ მოქმედი ლოგო 1908 წელს ჯორჯო მუჯიანიმ შექმნა. წლების მანძილზე განცდილი ტრანსფორმაციის მიუხედავად, მას პირვანდელი სახე არ დაუკარგავს.

გარდა ამისა ცნობილი ხდება, რომ მილანური გრანდი იყიდება. მას სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში კვირას, ინტეერმა იუვე ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ეს იყო
ინტარნაციონალთა პირველი მოგება 2016 წლის შემდეგ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ინტერის ახალი ლოგო ძალიან გავს იუვეენტუსის ლოგოს, რომელიც მხოლოდ ერთი ასოსგან I – სგან შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button