Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ლიონმა“ დემბელე „ატლეტიკოში“ იჯარის წესით გაამწესა

62

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი „ლიონის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი ფორვარდი მუსა დემბელე მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს.

ამ გარიგების ღირებულება 1,5 მლნ ევროს შეადგენს.

თუ „ატლეტიკო“ გადაწყვეტს, დემბელე კონტრაქტის პირობებით გუნდში დაიტოვოს, – ამ შემთხვევაში ესპანურ გუნდს მოუწევს ლიონის ხელმძღვანელობას გამოსასყიდის სახით 33,5 მლნ ევრო გადაუხადოს.

მადრიდელთა სურვილია მუსა დემბელემ რუი კოშტა ჩაანაცვლოს,რომელმაც კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ დროზე ადრე გაწყვიტა.

დემბელე ფრანგულ კლუბში 2018 წლიდა თამაშობს. გასულ სეზონში მან 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი