სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ ყავს

კატალონიური კლუბის პრეზიდენტის არჩევენები, რომელიც მიმდინარე წლის 24 იანვარს უნდა გამართულიყო, – გაურკევევლი ვადით გადაიდო. მიზეზი – კოვიდპანდემიაა.

ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვმა ესპანეთის ტერიტორიაზე საკმაოდ მოიმატა და ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ როდის დაინიშნება ახალი არჩევნები.

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის ოქტომბერში კლუბის ექსპრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ თანამდებობა დატოვა.

„ბარსას’ პრეზიდენტობისთვის 3 პრეტენდენტი იბრძვის. მათ შორის ორი: ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი ფავორიტებად მოიაზრებიიან. ტონი ფრეიშას კი კონკურენტადაც არ აღიქვამენ.

„ბარსელონას“ მომავალი პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც მის წინაშე კლუბის დირექტორატი დასვამს, – არგენტინელ ფენომენთან, ლეონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ხელშეკრულება მესის ზაფხულში უმთავრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button