Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ესპანეთის პოლიციამ ორი ტონა კოკაინი ამოიღო

97

ესპანეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ამოღებულია ორი ტონა კოკაინი.

ნარკოტიკები, ალხე-სირასის პორტში ნახშირით დატვირთულ კონტეინერში იყო დამალული. პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონტეინერი ესპანეთის ტერიტორიაზე პარაგვაიდან მოხვდა.

სპეცოპერაციის ფარგლებში 12 ადამიანია დაკავებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი