Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ირანმა დონალდ ტრამპს სანქციები დაუწესა

95

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი სასანქციო სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა, დონალდ ტრამპის გარდა, სასანქციო სიაში ასევე შეიყვანეს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი, პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ ესპერი, თავდაცვის მდივანი კრისტოფერ მილერი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი და დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

ირანის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ სანქციები „რეგიონში აშშ-ის ტერორისტულ ქმედებებს, ტერორიზმის მხარდაჭერასა და მშვიდობის წინააღმდეგ საფრთხის შექმნას უკავშირდება“.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი