მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტებმა დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტებმა დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ფოტოსურათებით “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”

“ჩვენი მიზანია, რომ იდეაში ეს პროტესტი მთელ ქვეყენას მოედოს, ყველა ის ადამიანი, ვინც არის აღშფოთებული და ვისაც სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში, ჩაერთოს ამ საპროტესტო მოძრაობაში. შევქმნით სამოქალაქო კოალიციას, ეს იქნება განაცხადი, რომ ქართველი ხახლი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დაინიშნოს ვადამადელი არჩევნები”, – ამბობს აქტივისტი, გიორგი მომლაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ლაშა ელიაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში მათი გეგმაა რაც შეიძლება მეტ, ქალაქსა და სოფელში მისვლა.

დღის ბოლოს აქტივისტები სამოქალაქო კოალიციას დააფუძნებენ.

ბათუმის, თბილისისა და თელავის მსგავსად, საპროტესტო კარავების დადგმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button