Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

იტალიის სუპერთასის მფლობელი იუვენტუსი გახდა

61

გუშინ რეჯო-ემილიაში იტალიის ჩემპიონატის სუპერთასის მფლობელი გამოვლინდა. ერთმანეთს, სერია A-ს ჩემპიონი იუვენტუსი და თასის მფლობელი ნაპოლი დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში 64-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდომ გახსნა. 35 წლის პორტუგალიელისთვის ეს, კარიერის განმავლობაში გატანილი 750-ე გოლია.

78-ე წუთზე, ნაპოლის ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ გათანაბრების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, როცა მსაჯის მიერ დანიშნული 11 მეტრიანი საერთოდ ააცილა მეტოქის კარს.

საბოლოო ანგარიში ესპანელმა მორატამ დააფიქსირა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში მორატამ ნაპოლელთა კარში მეორე გოლი გაიტანა.

იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ანდრეა პირლოსთვის კი მწვრთნელის რანგში ეს პირველი ტიტულია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი