სპორტი

სან-სიროს სტადიონს ონლაინთამაშების პერსონაჟები შეავსებენ

23 იანვარს მილანი – ატლანატას შეხვედრაზე გულშემატკივართა ტრიბუნებს ფორტნაითის (Fortunite) პერსონაჟთა ფიგურები დაიკავებენ.

მილანის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა 21 იანვარს Epic Games-სთან დაიწყო თანამშრომლობა.

2 დღეში ჯუზეპე მეაცას სახელობის საფეხბურთო სტადიონი უჩვეულო სანახაობით იქნება გაფორმებული. მილანურ კლუბს საშინაო შეხვედრაზე კლუბის სიმბოლიკიანი კომპიუტერული ონლაინთამაშების პერსონაჟები უქომაგებენ. გარდა ამისა, შუქდიოდურ ტაბლოზე რეალური ფანატების ფოტოებიც გამოჩნდება.

იტალიის ჩემპიონატზე, 18 ტურის შემდეგ მილანი 43 ქულით ლიდერ პოზიციაზეა, სატურნირო ცხრილში მის მდევარ ინტერს 40 ქულა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button