მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კოვიდ ვაქცინაციისთვის შესაძლოა რეგიონული გეგმა შეიქმნას

კოვიდ ვაქცინაციისათვის კახეთში რეგიონული გეგმა მუშავდება.კოვიდვაქცინაციის მთავრობის 60 გვერდიანი დოკუმენტი კი დღეს დამტკიცდა. გეგმა 7- 8 თვეზეა გაწერილი – ამის შესახებ, რადიო ჰერეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გეგმაში სამი სახის ვაქცინაა გათვალისწინებული.

” 60 გვერდიანი დოკუმენტი, მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს უკვე წარუდგინა. დღეს-ხვალ დამტკიცდება. ამ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი, საქართველოში შემოსასვლელი ყველა შესაძლო ვაქცინის ლოჯისტიკური, ტექნიკური და სხვა მახასიათებლები. მალე დაიწყება სინფორმაციო კამპანია, რომელშიც მედიის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გვინდა შევქმნათ ვაქცინაციის რეგიონული გეგმა, რომელიც დიდ გეგმასთან შესაბამისობაში იქნება”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი პრიორიტეტული ჯგუფი, რომელსაც ვაქცინაცია ჩაუტარდება, არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულელების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, შემდეგ 75 წლის ასაკის მოსახლეობა, ასევე 65 წლის ასაკის მოქალაქეები შემდეგ კი, 55 წლის ასაკის პირები. ვაქცინაციის გეგმაში გათვალისწინებულია ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებიც.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის მოსახლეობისთვის უსასყიდლო იქნება.

შეხვედრა კახეთის გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით, სამხარეო ადმინისტრაციაში 20 იანვარს ჩატარდა.

დისტანციური წესით გამართულ შეხვედრას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ამერიკაში მცხოვრები თელაველი ექიმი, დავით მრელაშვილიც ესწრებოდნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button