Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სტრასბურგის გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები თელავიდან ეხმაურებიან

128

სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებას, თელავის თეატრის წინ განთავსებული საპროტესტო კარავში მყოფებიც ეხმაურებიან.

საპროტესტო.მოძრაობაში ჩართული, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების სახელით, განცხადება ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა. ნიკა ვარდოშვილის განმარტებით, პროტესტის მიზანი, არამხოლოდ ვადამდელი არჩევნების, არამედ საქართველოს დეოკუპაციის მიღწევაცაა.

” ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი, მხოლოდ გაყალბებული არჩევნები არ არის. ჩვენი ერთ- ერთი მთავარი მოთხოვნა, საქართველოს დეოკუპაციაა. 2012 წლის შემდეგ არსებულ ხელისუფლებას, თითი თითზე არ დაუკარებია, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს შეეხებოდა. პირიქით რუსი ოლიგარქი, დაინტერესებუკიც კი იყო, რომ ჩვენს ქვეყანას ეს საქმე არ მოეგო. თუმცა ევროპული სასამართლო არ არის მურუსუძის სააამრთლო და მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ქვეყნის.მთავარსარდალი, ჩვენს ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ გვაქვს შანსი საქართველოს დეოკუპაციის საკითხი კვლავ გახდეს აქტუალური, თუმცა ამას არამხოლოდ ივანიშვილის, მისი ნარჩენების ქვეყნიდან ჩამოშორებაც უნდა მოხდეს. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ დეოკუპაციისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო”- განაცხადა ვარდოშვილმა.

12 წლიანი დავა, ორ სახელმწიფოს შორის, რუსეთ- საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ დღეს, საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

რუსეთ- საქართველოს ომს 2008 წელს, 30 ათას ადამიანზე მეტის საკუთარი სახლებიდან გამოდევნა და 400- ზე მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი