Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პანკისში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია

45 წლის სიმონ მარგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა

84

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.
სიმონ მარგოშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ამ წუთებში გადაჰყავთ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 45 წლის მარგოშვილი სამართალდამცავებს თვითონ ჩაბარდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 17 იანვარს მოხდა.

სავარაუდოდ, სიმონ მარგოშვილმა, მისივე თანასოფლელი, 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.

სამართალდამცავები მარგოშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი