Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ვარიანტები გადასახედია

59

როგორც დაგეგმილი იყო,კონტინენტის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში აღარ გაიმართება. ევროპული მედიის ცნობით, უეფა-მ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სანაკრებო ჩემპიონატის ჩატარების მექანიზმების შესახებ მიღებულ საბოლოო ვერდიქტს 5 მარტს გამოაცხადებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამ დრომდე 4 ვარიანტს განიხილავს. ევროპის პირველობისთვის იბრძოლებენ 10 ქვეყანაში; 5 ქვეყნის 5 ქვეყანაში; 3 ქვეყანაში და ტრადიციულად 1 ქვეყანაში.

ინგლისი, გერმანია, ავსტრია და პორტუგალია, – ეს ის ქვეყნებია, სადაც უეფა, იმ შემთხვევაში თუ ბოლო ვარიანტზე შეჩერდება, – მათ შორის უპირატესობას ერთერთს მიანიჭებს.

ევროპის ჩემპიონატი კალენდარულად, გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ბევრი სხვა სპორტული ღონისძიება,- ისიც კორონაპანდემიის გამო გადაიდო და მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი