სპორტი

ზუგდიდის „დინამო“ 3 ფებურთელს დაემშვიდობა

ზუგდიდის ‘დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, სეზონის დასრულებისთანავე, კლუბი სამმა ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

გოჩა ცირდავას, პაპუნა მოსემღვდლიშვილს და მიხეილ რუხაიას კლუბის ხელმძღვანელობამ გაწეული თანამშრომლობისთვის
მადლობა გადაუხადა და მომვალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

ზუგდიდმა ახალი სეზონის დაწყებამდე მზადება დაიწყო და სპარინგ-მატჩები დააანონსა.

„დინამოს“ მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პირველ საკონტროლო მატჩს 2021 წლის 25 იანვარს წყალტუბოში „სამგურალი – 2“ თან გამართავს. 28 იანვარს ურეკში ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება. 4 თებერვალს კი მარტვილში „მერანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button