Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება

112

მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

1-ლი თებერვლიდან: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები
თბილისში ქუთაისში რუსთავში აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

1-ლ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.
აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

პირველი თებერვლიდან შეზღუდვა იხსნება რეგულარულ ფრენებზე– ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

“პირველი თებერვლიდან, ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან ახალი ავიაკომპანიები ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას, გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა ეს მოხდება, სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით, რასაც უკვე მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ისედაც აკეთებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი” – თქვა ნათია თურნავამ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი