სპორტი

რომის „ლაციოს“ ახალი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია

უმაღლესი დივიზიონის და უმაღლესი კლასის გუნდმა „ლაციომ“ ახალი ფეხბურთელი ქუჩაში იპოვა.

კოტდივუარიდან იტალიაში სამუშაოს საძებნელად ჩასული 17 წლის ლარსონ კულიბალი, რომაელთა ახალგაზრდული სექტორის მენეჯერმა, მაურო ბიანკესიმ აღმოაჩინა.

იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ბიჭს ფეხბურთი საშეჯიბრო დენეზეც კი არ უთამაშია, – „ლაციოს“ ხელმძღვანელობამ მასში დიდი ტალანტი დაინახა და კლუბის ოფიციალურ წევრად გასული წლის 28 დეკემბერს გააფორმა.

„ამ 17 წლის ბიჭზე დიდ იმედებს ვამყარებთ. კულიბალმა ჯერ ენა უნდა ისწავლოს და გაშინაურდეს, თუმცა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, ის გუნდში იტალიური პასპორტით დაგვერეგისტრირებინა.“- განაცხადა ბიანკესმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button