Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მკვლელობა კისისხევში

115

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ახალგაზრდა ქალი მოკლა და 36 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ- ერთ ფერმაში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი მუცლისა და გულ- მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ წუთებში, დაჭრილს, ექიმები ქურურგიულ ოპერაციას უტარებენ.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი