კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კისისხევში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ამ დრომდე მძიმეა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დაჭრილი მამაკაცის, ხვიჩა ერგემლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, 36 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

” წუხელ შემოიყვანეს ახალგაზრდა, მრავლობითი ჭრილობებით, რომლებიც მიყენებული ჰქონდა ცივი იარაღით. ჰქონდა მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას ითხოვდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება”- განაცხადა ჭონიაშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 21 იანვრის ღამეს, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ- ერთ ფერმაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 28 წლის დიანა ფარსადანოვა. მისი ცხედარი, პროზექტურაშია გადასვენებული.

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.
დაკავებული ბრალს აღიარებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button