მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

თელავისა და საგარეჯოს კოვიდკლინიკებში, კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

კოვიდ- 19- ის დიაგნოზით, კიდევ ერთი, საგარეჯოში მცხოვრები მძიმე პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირებული, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში”მკურნალობდა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში უკვე 95 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს რეგიონში, კორონა ვირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში, კორონა ვირუსის 10 379 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აქედან, ყველაზე მეტი, 2356 ინფიცირებული თელავის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button