მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი მგზავრი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ლაგოდეხისა და სოფელ კავშირის შემაერთებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. 

შეჯახების შედეგად, 1932 წელს დაბადებული მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა. 

დაშავებულები კი სასწრაფო-დამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მძიმეა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი 70 წლამდე ასკის ქალის მდგომარეობა. მრავლობითი დაზიანებების გამო, მას თბილისში გადაიყვანენ.

მსუბუქადაა დაშავებული ორი მგზავრი, რომლებსაც გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას გაუწევენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, საჭის დაუმორჩილებლობა გახდა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button