Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კისისხევში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

87

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, 28 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად დააკმაყოფილა. ჯარჯი არაბულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა.
პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და მომხდარ ფაქტს აფექტური მდგომარეობით ხსნიდა.

გამოძიება ჯარჯი არაბულს ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და მეორე პირის მკვლელობის მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, შემთხვევა, 22 იანვარს მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცივი იარაღით მოკლა 28 წლის ქალი და 37 წლის მამაკაცს, მუცლისა და გულმკერდის არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი