Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

63

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესები დღეს თბილისსა და მცხეტაში გაიმართება.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა.

რაც შეეხება, ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს, რომელთა პროცესიც თბილისში მიმდინარეობს, იგეგმება მოწმეების მათ შორის მთავარი მოწმეების გამოკითხვა.

თენგო ბარბაქაძის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის თქმით, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყვნენ გური ამირხანაშვილი და ბესო ქათამაძეც.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი