მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე მთავარმა მოწმემ 5 ბრალდებული ამოიცნო

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

პროცესზე, რომელიც 25 იანვარს თითქმის 8 საათი გაგრძელდა, გამოიკითხა მთავარი მოწმე და დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო.

მოწმის ჩვენებებს არასანდოდ თვლის დაცვის მხარე და ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილი ვერანაირად ვერ იქნება მომხდარის პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაციას არ ფლობს.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button